воскресенье, 31 января 2016 г.

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები გრძელდება

სკოლებში გრიპის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები გრძელდება: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა
და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ თბილისის სხვადასხვა,
მათ შორის N87-ე და N89-ე სკოლები მოინახულეს, სადაც პირადად გაეცნენ თუ
როგორც მიმდინარეობს იმ რეკომენდაციების დაცვა, რომელიც გრიპის ვირუსის
პრევენციას უკავშირდება. ამასთან, რამდენად სრულფასოვანია სკოლის ექიმის
ჩართულობა ამ პროცესში და როგორ ხორციელდება გაკვეთილებზე მოსწავლეთა
დასწრების მონიტორინგი.

Комментариев нет:

Отправить комментарий